суббота, 8 ноября 2008 г.


-------------------

-----------------

დ ა ვ ი თ ი

========

მე ვარ დავით ჯაფარიძე. ვსწავლობ მესამე კლასში.
მე როცა დავიბადე მამამ ჩემი დიდი ბაბუის საპატივცემულოდ დავითი დამარქვა.
დავითი ებრაული სახელია და ნიშნავს “სიყვარულს,” “წინამძღოლს”.
მსოფლიოში ბევრ გამოჩენილ ადამიანს ერქვა დავითი.

ირველად დავასახელებდი ბიბლიურ დავითს. იგი მწყემსი იყო, ხოლო გოლიათის დამარცხების შემდეგ გამეფდა. დავითი კარგი მმართველი აღმოჩნდა და ცდილობდა მუდამ ესმინა უფლისათვის.
საქართველოს თერთმეტი მეფე დავითი ჰყავდა.
ყველასთვის ცნობილია დავით აღმაშენებელი. იგი 16 წლის გამეფდა. ის ძალიან ჭკვიანი და ბრძენი მეფე იყო.მან ძალზე დასუსტებული საქართველო გაამთლიანა და გააძლიერა.მისი მეფობის დროს საქართველოს საზღვრები გადაიჭიმა “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე”.გარდაცვალების შემდეგ დაკრძალულ იქნა გელათის დიდებულ ტაძარში, რომელიც მანვე ააშენა.
მას მიუძღვნა ლექსი ჩვენმა დიდებულმა პოეტმა ანა კალანდაძემ
“ფეხი დამადგით, გულზე დამადგით, ფეხი ყოველმან,

წყალობა ჰყავით
ძალიან მიყვარს ცნობილი ფეხბურთელები: დავით ყიფიანი და დევიდ ბექჰემი.
დევიდიც ხომ იგივე დავითია, მხოლოდ უცხო ენაზე ასე წარმოითქმის.
მე მინდა ვიყო აღმაშენებელივით ძლიერი და ჭკვიანი,ბიბლიური დავითივით მორწმუნე და ღვთისმოშიში და დავით ყიფიანისნაირი ფეხბურთელი.
მე მიხარია, რომ მამამ დავითი დამარქვა. ვეცდები მეც ვასახელო ჩემი სახელი და მშობლები.

Комментариев нет: