суббота, 8 ноября 2008 г.


-------------------

-----------------

დ ა ვ ი თ ი

========

მე ვარ დავით ჯაფარიძე. ვსწავლობ მესამე კლასში.
მე როცა დავიბადე მამამ ჩემი დიდი ბაბუის საპატივცემულოდ დავითი დამარქვა.
დავითი ებრაული სახელია და ნიშნავს “სიყვარულს,” “წინამძღოლს”.
მსოფლიოში ბევრ გამოჩენილ ადამიანს ერქვა დავითი.

ირველად დავასახელებდი ბიბლიურ დავითს. იგი მწყემსი იყო, ხოლო გოლიათის დამარცხების შემდეგ გამეფდა. დავითი კარგი მმართველი აღმოჩნდა და ცდილობდა მუდამ ესმინა უფლისათვის.
საქართველოს თერთმეტი მეფე დავითი ჰყავდა.
ყველასთვის ცნობილია დავით აღმაშენებელი. იგი 16 წლის გამეფდა. ის ძალიან ჭკვიანი და ბრძენი მეფე იყო.მან ძალზე დასუსტებული საქართველო გაამთლიანა და გააძლიერა.მისი მეფობის დროს საქართველოს საზღვრები გადაიჭიმა “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე”.გარდაცვალების შემდეგ დაკრძალულ იქნა გელათის დიდებულ ტაძარში, რომელიც მანვე ააშენა.
მას მიუძღვნა ლექსი ჩვენმა დიდებულმა პოეტმა ანა კალანდაძემ
“ფეხი დამადგით, გულზე დამადგით, ფეხი ყოველმან,

წყალობა ჰყავით
ძალიან მიყვარს ცნობილი ფეხბურთელები: დავით ყიფიანი და დევიდ ბექჰემი.
დევიდიც ხომ იგივე დავითია, მხოლოდ უცხო ენაზე ასე წარმოითქმის.
მე მინდა ვიყო აღმაშენებელივით ძლიერი და ჭკვიანი,ბიბლიური დავითივით მორწმუნე და ღვთისმოშიში და დავით ყიფიანისნაირი ფეხბურთელი.
მე მიხარია, რომ მამამ დავითი დამარქვა. ვეცდები მეც ვასახელო ჩემი სახელი და მშობლები.

--------------------------------------

------------------------------------

კ ო ნ ს ტ ა ნ ტ ი ნ ე

მე ვარ კონსტანტინე ჩხაიძე
მე მქვია კონსტანტინე.(კოკო)  ვსწავლობ მესამე კლასში. ეს სახელი ჩემმა მშობლებმა დამარქვეს დიდი ბაბუების საპატივცემულოდ.ისინი სახელოვანი ადამიანები იყვნენ. გამოირჩეოდნენ სიკეთით და სტუმართმოყვარეობით. ხშირად ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ხალხს. ჰყავდათ ბევრი შვილები, რომელთაც სწავლა- განათლება მიაღებინეს.ასწავლეს ქართული ენა და სამშობლოს სიყვარული.
ჩემი ბაბუები იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები…….
ჩემი სახელი ბევრ გამოჩენილ ადამიანს ჰქვია.
ქართველთა სიამაყეა-კონსტანტინე გამსახურდია, კოტე მარჯანიშვილი, კოტე ყიფიანი და ბევრი სხვა……..

კონსტანტინე გამსახურდია,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,კოტე მარჯანიშვილი